Home Blog გვერდი 22

კახეთის რეგიონში ახალი მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

0

კახეთის რეგიონში ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, აქტიური სამშენებლო სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან  და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო). ახალი გზა კი, განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რითაც მკვეთრად გააუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე ხორციელდება –  ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთსა და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 169 937 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები დაიწყო ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზაზეც, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას დააკავშირებს არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან. სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის 87.8 მილიონ ლარის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს

სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვისაც.

საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ქსელის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა

0

2022 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები,კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, მაღალტექნოლოგიური,დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.

ამასთანავე, გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა. ამ მიზნით, პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ქალაქ წყალტუბოში.

წყალტუბოში, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის განახლებას. სამუშაოების განხორციელების შედეგად, რეაბილიტირდა 6 შენობა. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 6 შენობის და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის რეაბილიტაცია.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

0

ახალი იუსტიციის სახლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას მოქალაქეს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470-მდე სერვისს შესთავაზებს.

მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.

ფილიალების მშენებლობები მიმდინარეობს ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში. მცხეთასა და საგარეჯოში კი, უკვე დაწყებულია საპროექტო და წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები.

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

0

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას. მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის სახელმწიფო ღირებულება 4 .1 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

აღნიშნული გზა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21612 სამედიცინო შემთხვევა, 43 მილიონამდე ლარით დაფინანსდა

0

2022 წელს, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21612 სამედიცინო შემთხვევა, 43 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისები, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).

განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში თელავში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ქალაქ თელავში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა შოთა რუსთაველის ქუჩის განახლებას. სამუშაოების განხორციელების შედეგად, რეაბილიტირდა 12 შენობა. ამჟამად მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების, საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში ყვარელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ყვარელში.

ყვარელში, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლებას, 6 შენობის და პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების, საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია უტარდება 22 შენობას.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

რა კეთდება ვეტერანებისთვის

0

#რაკეთდება ვეტერანებისთვის

• საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ომის ვეტერანის პაკეტით ყოველწლიურად სარგებლობს 19 000 ომის ვეტერანი.
• სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემუშავებულია, ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარია.
• ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გაიცემა 1000 (ერთი ათასი) ლარიანი კომპენსაცია, რომელსაც 2 630 ბენეფიციარი ღებულობს, რაც წლიურად 31 560 000 ლარს შეადგენს.
• 2022 წლის 01 იანვრამდე ომისა და თავდაცვის ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების კომუნალური სუბსიდიისათვის (ე.წ 22 და 44 ლარიანი დახმარება) ჯამში ყოველწლიურად იხარჯებოდა 10 000 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებს კომუნალური სუბსიდიის 22 და 44 ლარი გაიზარდა და გახდა 100 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებებიდან დამატებით გამოიყო 34 მილიონ ლარზე მეტი.
• ქვეყნის მასშტაბით 8 200 000 ლარი (სატრანსპორტო უზრუნველყოფა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა) იხარჯება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სოციალური აქტივობები ომის ვეტერანების მიმართ (სარიტუალო მომსახურეობის დაფინსება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, სამშენებლო სარემონტო მასალებით დახმარება, ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება, მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საკურორტო -სარეაბილიტაციო უზრუნველყოფა) 3 850 000 ლარი.
• ვეტერანებს დიდი მხარდაჭერას უცხადებს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი. ააიპ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ დაფინანსდა 86 ბენეფიციარი 264 000.00 (ორას სამოცდაოთხი ათასი ) ლარი. 2022 წელს 700 000 ლარი დახარჯა ვეტერანთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის, რომლებსაც საქართველოში და საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში უტარდებათ მათ შესაბამისი მკურნალობა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის დაწესდა შემდეგი შეღავათები:

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს დაუწესდათ სახელმწიფო კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით;
მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს;
• 100 ლარამდე გაიზარდა ვეტერანთათვის დაწესებული 22 ლარის ოდენობის სოციალური პაკეტის/საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს მიენიჭათ საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად სოციალური პაკეტის მიღების უფლება;
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ვეტერანები პრიორიტეტულ ჯგუფად განისაზღვრნენ;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან ომში დაღუპულთა შვილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და მათი შვილები;
• დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ენიჭებათ დამატებითი ქულები;
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას;
• მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთათვის დაწესდა ყოველთვიური სოციალური დახმარება 180 ლარის ოდენობით;
• ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში განთავსდა და ფუნქციონირება დაიწყო ვეტერანთა ჰოსპიტალმა;
სამსახურში ამოქმედდა ჯანდაცვისა და ვეტერანთა შვილების განათლების დაფინანსების პროგრამები;
ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახზე სამსახურის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტები: თბილისი 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტები – 250 ლარს.
• ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ამორტიზირებული და ავარიული შენობიდან გადავიდა ახალ შენობაში, რომელის თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა აღიჭურვა სამსახურის დაფინანსებით, პარტნიორი ქვეყნების თანადგომით, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და მისი 2 100 000 გრანტის საფუძველზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სრული ამბულატორიული მომსახურება. აქვე გაცნობებთ, მიმიდინარეობს ჰოსპიტალში უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვის პროგრამა.
• ახალი, მრავალპროფილური, 120 ადგილზე გათვლილი ჰოსპიტალის ასაშენებლად გამოიყო 5 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ბელიაშვილის ქ. №40-ის მიმდებარედ;
მუნიციპალიტეტების ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში ვეტერანები და მათი ოჯახების წევრები პრიორიტეტულ ჯგუფად განისაზღვრნენ.
• 2021 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ენიჭებათ დამატებითი ქულები; 7980 დევნილი ვეტერანი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიზნით სახელმწიფომ 803 100 ლარი გაიღო.
• 2022 წლიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დაუფინანსდებათ იმ ვეტერანებსა და მათ შვილებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №648 და №639 დადგენილების საფუძველზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებს კომუნალური სუბსიდიის 22 და 44 ლარი გაიზარდა და გახდა 100 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებებიდან დამატებით გამოიყო 34 მილიონი ლარი.
• 2021 წლიდან დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ხოლო საცხოვრებლით ფართის გადაცემამდე ქირით უზრუნველყოფა.
• ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემუშავებულია, ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარზე მეტია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედებს სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამსახური განიხილავს ვეტერანთათვის იმ სამედიცინო მომსახურებების და მედიკამენტების დაფინანსების საკითხს, რაც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში.
• პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური მხარდაჭერით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით მოხდება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების ჩართვა საქართველოში არსებულ მრავალმხრივ პროგრამებში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
• ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თავდაცვის სამინისტროსთან, რეზერვის მომზადებაში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.
• საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მიდის აქტიური თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
• ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგიონებში ადგილობრივ ვეტერანებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით გაიხსნა 17 ოფისი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბენეფიციარების პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტას.

კომპანია „კნაუფის“ მშრალი თაბაშიროვანი ნარევების ახალი საწარმო გაიხსნა

0

კნაუფი“ საქართველოში აწარმოებს თაბაშირმუყაოს ფილებს, მოთუთიებული ფოლადის პროფილებს, დასაგრუნტ მასალას და მზა ფითხებს, რასაც დაემატა მშრალი თაბაშიროვანი ნარევების საწარმოც.

ამ ეტაპზე საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა პროფესიული გადამზადებაც თავად კომპანიამ უზრუნველყო. „კნაუფი“-ს ბაზაზე, 2018 წლიდან ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრი წარმატებით საქმიანობს და ხელს უწყობს საქართველოში ტექნიკური განათლებისა და პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებას.

ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ევროს შეადგენს.