თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
პროექტის სახელმწიფო ღირებულება 4 .1 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.
აღნიშნული გზა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.