პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ყვარელში.
ყვარელში, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლებას, 6 შენობის და პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების, საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია უტარდება 22 შენობას.
4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.