პროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ქალაქ წყალტუბოში.

წყალტუბოში, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის განახლებას. სამუშაოების განხორციელების შედეგად, რეაბილიტირდა 6 შენობა. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 6 შენობის და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის რეაბილიტაცია.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

Previous articleსუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
Next articleსაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა