ახალი იუსტიციის სახლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას მოქალაქეს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470-მდე სერვისს შესთავაზებს.
მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.
ფილიალების მშენებლობები მიმდინარეობს ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში. მცხეთასა და საგარეჯოში კი, უკვე დაწყებულია საპროექტო და წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები.