• საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, ომის ვეტერანის პაკეტით ყოველწლიურად სარგებლობს 19 000 ომის ვეტერანი.
  • სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემუშავებულია, ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარია.
  • ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გაიცემა 1000 (ერთი ათასი) ლარიან კომპენსაცია, რომელსაც 2 630 ბენეფიციარი ღებულობს, რაც წლიურად 31 560 000 ლარს შეადგენს.
  • 2022 წლის 01 იანვრამდე ომისა და თავდაცვის ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების კომუნალური სუბსიდიისათვის (ე.წ 22 და 44 ლარიანი დახმარება) ჯამში ყოველწლიურად იხარჯებოდა 10 000 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებს კომუნალური სუბსიდიის 22 და 44 ლარი გაიზარდა და გახდა 100 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებებიდან დამატებით გამოიყო 34 მილიონ ლარზე მეტი.
  • ქვეყნის მასშტაბით 8 200 000 ლარი (სატრანსპორტო უზრუნველყოფა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა) იხარჯება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სოციალური აქტივობები ომის ვეტერანების მიმართ (სარიტუალო მომსახურეობის დაფინსება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, სამშენებლო სარემონტო მასალებით დახმარება, ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება, მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საკურორტო -სარეაბილიტაციო უზრუნველყოფა) 3 850 000 ლარი.
  • შეიქმნა ვეტერანებს დიდი მხარდაჭერას უცხადებს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი. ააიპ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ დაფინანსდა 86 ბენეფიციარი 264 000.00 (ორას სამოცდაოთხი ათასი ) ლარი. 2022 წელს 700 000 ლარი დახარჯა ვეტერანთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის, რომლებსაც საქართველოში და საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში უტარდებათ მათ შესაბამისი მკურნალობა.
  • გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ბოლო პერიოდში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის დაწესდა შემდეგი შეღავათები:

    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს დაუწესდათ სახელმწიფო კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით;
    • მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს;
    • 100 ლარამდე გაიზარდა ვეტერანთათვის დაწესებული 22 ლარის ოდენობის სოციალური პაკეტის/საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა;
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს მიენიჭათ საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად სოციალური პაკეტის მიღების უფლება;
    • საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ვეტერანები პრიორიტეტულ ჯგუფად განისაზღვრნენ;
    • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან ომში დაღუპულთა შვილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და მათი შვილები;
    • დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ენიჭებათ დამატებითი ქულები;
    • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
    • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას;
    • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთათვის დაწესდა ყოველთვიური სოციალური დახმარება 180 ლარის ოდენობით;
    • ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში განთავსდა და ფუნქციონირება დაიწყო ვეტერანთა ჰოსპიტალმა;
    • სამსახურში ამოქმედდა ჯანდაცვისა და ვეტერანთა შვილების განათლების დაფინანსების პროგრამები;
    • ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახზე სამსახურის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტები: თბილისი 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტები – 250 ლარს.
    • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უშუალო ჩართულობით და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ამორტიზირებული და ავარიული შენობიდან გადავიდა ახალ შენობაში, რომელის თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა აღიჭურვა სამსახურის დაფინანსებით, პარტნიორი ქვეყნების თანადგომით, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და მისი 2 100 000 გრანტის საფუძველზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სრული ამბულატორიული მომსახურება. აქვე გაცნობებთ, მიმიდინარეობს ჰოსპიტალში უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვის პროგრამა.
    • საქართველოს მთავრობის ჩართულობისა და ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ახალი, მრავალპროფილური, 120 ადგილზე გათვლილი ჰოსპიტალის ასაშენებლად გამოიყო 5 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ბელიაშვილის ქ. №40-ის მიმდებარედ;
    • მუნიციპალიტეტების ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში ვეტერანები და მათი ოჯახების წევრები პრიორიტეტულ ჯგუფად განისაზღვრნენ.
  • 2021 წლიდან სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ენიჭებათ დამატებითი ქულები; 7980 დევნილი ვეტერანი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიზნით სახელმწიფომ 803 100 ლარი გაიღო.
  • 2022 წლიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დაუფინანსდებათ იმ ვეტერანებსა და მათ შვილებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  • საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №648 და №639 დადგენილების საფუძველზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრებს კომუნალური სუბსიდიის 22 და 44 ლარი გაიზარდა და გახდა 100 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებებიდან დამატებით გამოიყო 34 მილიონი ლარი.
  • 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ხოლო საცხოვრებლით ფართის გადაცემამდე ქირით უზრუნველყოფა.
  • 2021 წელს სამართლიანობის აღდგენის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივის შესაბამისად, ცვლილება განხორციელდა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში, რის შედეგადაც ვეტერანის სტატუსის მიღებას შეძლებს იუსტიციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის საომარ მოქმედებებში, თუმცა კანონში არსებული ხარვეზიდან გამომდინარე დღემდე ვერ სარგებლობდნენ ვეტერანის სტატუსით. ასევე აღსანიშნავია, რომ სამსახურმა შექმნა შიდა სამართლებრივი საფუძველი, რომლის საშუალებითაც, 2008 წლის საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილოებასთან დაკავშირებით, ვეტერანის სტატუსის მიღების უფლება მიენიჭა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის 120-მდე მოსამსახურეს, რომელთაც აღნიშნული სტატუსი ვერ ენიჭებოდათ მრავალი წლის განმავლობაში.
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემუშავებულია, ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 000 000 (ორი მილიონი) ლარზე მეტია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედებს სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამსახური განიხილავს ვეტერანთათვის იმ სამედიცინო მომსახურებების და მედიკამენტების დაფინანსების საკითხს, რაც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. აღნიშნული ბიუჯეტი 2023 წელს პრემიერის და საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერით მნიშვნელოვნად იზრდება.
  • პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური მხარდაჭერით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით მოხდება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების ჩართვა საქართველოში არსებულ მრავალმხრივ პროგრამებში სოფლის მეურნეობის განვიტარების კუთხით.
  • ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თავდაცვის სამინისტროსთან, რეზერვის მომზადებაში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.
  • თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების და დამსახურებული ვეტერანების მიერ შემუშავდა სამხედრო მომზადების სახელმძღვანელო, რომელიც საპილოტე პროგრამის სახით ხორციელდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში.
  • პრემიერის მხარდაჭერით და თანადგომით გააქტიურდა მუშაობა პარტნიორი ქვეყნების ვეტერანების საქმეთა სამინისტროებთან და სააგენტოებთან, ვეტერანების უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გაზაფხულზე იგეგმება სამსახურის დირექტორის ვიზიტი აშშ-ში, ვეტერანების საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, კონგრესის სამხედრო კომიტეტის და ვეტერანების საკითხე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესახვედრად.
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურის დირექტორის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისო საბჭო, რომლის მიზანია 2022-2025 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტით ჩამოყალიბდება ერთიანი გრძელვადიანი ხედვა ვეტერანების მიმართ, რის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა პროექტების ეტაპობრივი დაგეგმვა და განხორციელება.
  • საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მიდის აქტიური თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგიონებში ადგილობრივ ვეტერანებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით გაიხსნა 17 ოფისი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენი ბენეფიციარების პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტას.
  •  

     

     

     

     

     

     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here