პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

კახეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს პროექტები ქალაქ თელავში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა შოთა რუსთაველის ქუჩის განახლებას. სამუშაოების განხორციელების შედეგად, რეაბილიტირდა 12 შენობა. ამჟამად მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების, საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

Previous articleპროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში ყვარელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
Next articleსახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21612 სამედიცინო შემთხვევა, 43 მილიონამდე ლარით დაფინანსდა