„კნაუფი“ საქართველოში აწარმოებს თაბაშირმუყაოს ფილებს, მოთუთიებული ფოლადის პროფილებს, დასაგრუნტ მასალას და მზა ფითხებს, რასაც დაემატა მშრალი თაბაშიროვანი ნარევების საწარმოც.
ამ ეტაპზე საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა პროფესიული გადამზადებაც თავად კომპანიამ უზრუნველყო. „კნაუფი“-ს ბაზაზე, 2018 წლიდან ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრი წარმატებით საქმიანობს და ხელს უწყობს საქართველოში ტექნიკური განათლებისა და პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებას.
ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ევროს შეადგენს.