2022 წელს, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21612 სამედიცინო შემთხვევა, 43 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისები, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).

განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

Previous articleპროგრამის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში თელავში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
Next articleთეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა