Home Blog გვერდი 167

2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი სახდელისაგან თავისუფლდება

0

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები და მათი ოჯახები, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმა და მასზე დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ, დაკისრებული სახდელისგან გათავისუფლდებიან.

საერთო ჯამში, საუბარია 22 მილიონ ლარამდე გადასახადზე, რომელიც მოქალაქეებს 2019 წლის 15 იანვრამდე დაეკისრათ გადასახდელად.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონალურ დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

0

ამიერიდან როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს საშუალება ექნებათ, ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღონ წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, მათ შორის გადატანილი დაავადებებზე, ჩატარებულ სამედიცინო მანიპულაციებზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, მედიკამენტების მოხმარებასა თუ სხვა დეტალებზე.
აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად გამკლავებისთვის და ამცირებს როგორც რისკებს, ასევე სხვა სირთულეებს, რომლებიც სამედიცინო ისტორიის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული.
ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემა მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს და ამიერიდან მათ რიგს საქართველოც შეუერთდება.

სტაციონარულ დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

0

ამიერიდან როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს საშუალება ექნებათ, ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღონ წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, მათ შორის გადატანილი დაავადებებზე, ჩატარებულ სამედიცინო მანიპულაციებზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, მედიკამენტების მოხმარებასა თუ სხვა დეტალებზე.
აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად გამკლავებისთვის და ამცირებს როგორც რისკებს, ასევე სხვა სირთულეებს, რომლებიც სამედიცინო ისტორიის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული.
ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემა მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს და ამიერიდან მათ რიგს საქართველოც შეუერთდება.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაფინანსდება

0

დღეიდანვე საქართველოს ყველა მოქალაქეს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.

ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა.

ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს

საქართველოდან 53 ქვეყანაში 86.2 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

0

2018 წელს საქართველოდან 86.2 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა 53 ქვეყანაში, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 203 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს 20%-ით აღემატება.

საქართველომ 2017 წელს საბოლოოდ მოიპოვა ღვინის სამშობლოს სტატუსი და შესაბამისად, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და პოპულარობაც საგრძნობლად იზრდება.

ქუთაისში ბინა 52 დევნილ ოჯახს გადაეცა

0
House key on a house shaped silver keyring in the lock of a door

52 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა.

ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. ჯამში, 2019 წელს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 725 ბინა განაწილდება.

ამავდროულად, წყალტუბოში 420 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყება. უკვე მიმდინარეობს 140-ბინიანი 2 კორპუსის მშენებლობა.

ტყიბულში ევროპული ბრენდების მწარმოებელი ქურთუკების ქარხანა აშენდება

0

ტყიბულში ევროპული ბრენდების მწარმოებელი ქურთუკების ქარხანა აშენდება.

ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე გაჟღერდა.

ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.

ქარხნის პროდუქცია გავა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიო ბაზარზეც.

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი იგეგმება

0

ქართული პროდუქტით ჩინეთის მსხვილი იმპორტიორები ინტერესდებიან.

ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი იგეგმება.

ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ჩინეთში ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმდა.

2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

0

2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.

ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 7 690 000 ლარით გაიზრდება და 35 890 000 ლარს მიაღწევს.

პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას.

გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებაში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება.

თერჯოლაში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება

0

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას.