2018 წელს საქართველოდან 86.2 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა 53 ქვეყანაში, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 203 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს 20%-ით აღემატება.

საქართველომ 2017 წელს საბოლოოდ მოიპოვა ღვინის სამშობლოს სტატუსი და შესაბამისად, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და პოპულარობაც საგრძნობლად იზრდება.

Previous articleქუთაისში ბინა 52 დევნილ ოჯახს გადაეცა
Next articleგრიპის ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაფინანსდება