2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.
ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 7 690 000 ლარით გაიზრდება და 35 890 000 ლარს მიაღწევს.
პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას.
გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებაში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება.