სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები და მათი ოჯახები, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმა და მასზე დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ, დაკისრებული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
საერთო ჯამში, საუბარია 22 მილიონ ლარამდე გადასახადზე, რომელიც მოქალაქეებს 2019 წლის 15 იანვრამდე დაეკისრათ გადასახდელად.