ქართული პროდუქტით ჩინეთის მსხვილი იმპორტიორები ინტერესდებიან.
ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი იგეგმება.
ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ჩინეთში ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმდა.