სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად გავა ექსპორტზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას.