ტყიბულში ევროპული ბრენდების მწარმოებელი ქურთუკების ქარხანა აშენდება.
ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე გაჟღერდა.
ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.
ქარხნის პროდუქცია გავა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიო ბაზარზეც.