დღეიდანვე საქართველოს ყველა მოქალაქეს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.

ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა.

ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს

Previous articleსაქართველოდან 53 ქვეყანაში 86.2 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა
Next articleსტაციონარულ დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა