52 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა.
ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. ჯამში, 2019 წელს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 725 ბინა განაწილდება.
ამავდროულად, წყალტუბოში 420 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყება. უკვე მიმდინარეობს 140-ბინიანი 2 კორპუსის მშენებლობა.