Home Blog გვერდი 117

ჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი ნატო-ს სტანდარტების უნიფორმებით – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი მაღალი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების დონის ფორმებით. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი სარგებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

“აქტიური მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩვენ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიასთან, რომელმაც შექმნა მაღალტექნოლოგიური ფაბრიკა. კერძოდ, ამ ფაბრიკაში დამონტაჟებული არის იტალიური და იაპონური დანადგარები, რომლებიც სრულად ემსახურებოდა უცხოურ ბრენდებს – იტალიურ და სხვა ევროპულ ბრენდებს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ამ საწარმოს მოუწია შეფერხება და, ასე ვთქვათ, შეწყვეტა კონტრაქტების, და შემოვიდა წინადადებით, რომ „დელტასთან“ ერთად ჩვენ შევქმნათ ერთობლივი საწარმო. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ დელტას შესვლას ამ საწარმოში. გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობა შედგება და ეს საწარმო სრულად დააკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, უნიფორმების წარმოებას, საველე ფორმის, ასევე, ყოველდღიური ფორმების, საპარადე და ა.შ. ანუ ყველაფერი სრულად შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ ამ ფაბრიკაში და აღარ მოგვიწევს რამდენიმე ათეული მილიონის გატანა უცხოეთში ისე, როგორც მოხდა წელს, ვინაიდან, მე თვითონ მქონდა შეხვედრა რამდენიმე მწარმოებელთან, მე მათ აღვუთქვი დახმარება და დაინტერესება, სრული მოტივაცია მივეცი, რომ იქნებ, მათ შეექმნათ ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის მაღალხარიასხიანი ნატო-ს სტანდარტების ფორმა, მათ ვერ შეძლეს, სამწუხაროდ. პრობლემები იყო მოწოდებასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მოგვიწია რამდენიმე მილიონის გატანა ქვეყნის გარეთ. ეს ერთ-ერთი სარგებელი იქნება ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყობა ხელი და ადგილზე შეიკერება ყველაფერი. ჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი მაღალი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების დონის ფორმებით” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ასევე, ვგეგმავთ განათლების მიმართულებით, ასეთი ინიციატივა მაქვს მე კიდევ ერთი –  წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსებას ვაპირებთ. დაახლოებით მილიონს გამოვყოფთ ამ მიმართულებით წელს. და სტიპენდია დაენიშნებათ, მინისტრის სტიპენდია წარჩინებულ შვილებს, სამხედროების შვილებს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვა M4 ტიპის შაშხანებით მოხდება

0

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვა M4 ტიპის შაშხანებით მოხდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვედანაყოფები მომარაგდებიან ნატოს სტანდარტების აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით.

„ვავითარებთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. ჩვენს ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება, 20, 30 წლის ტექნიკით, რაც დამეთანხმებით, რომ სტანდარტს არ შეესაბამება. წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება, M4 ტიპის შაშხანებით. M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. მინდა ასევე აღვნიშნო, ავიაციის განვითარების მიმართულებით „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობა. თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ბალანსზე არსებული სუ 25-ებისა და მოიერიშე ვერტმფრენების რეაბილიტაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი პროექტები

0

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს.

როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით.

„ვავითარებთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. ჩვენს ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება, 20, 30 წლის ტექნიკით, რაც დამეთანხმებით, რომ სტანდარტს არ შეესაბამება. წელს 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება, M4 ტიპის შაშხანებით. M4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. მინდა ასევე აღვნიშნო, ავიაციის განვითარების მიმართულებით „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობა. თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია, მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ბალანსზე არსებული სუ 25-ებისა და მოიერიშე ვერტმფრენების რეაბილიტაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება.

„ ყველა რეფორმა რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ეს პრობლემები არ ყოფილა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი, ეს პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემებია, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ. დავიწყეთ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ხაშურის ახალი შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზით გადაადგილება ივლისიდან იქნება შესაძლებელი

ხაშურის ახალი შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზით გადაადგილებას ივლისიდან შეძლებთ.

ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება მგზავრობის დრო.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება. ასევე, აღმაშენებლის ქუჩაზე ეწყობა სკვერი და პარალელურად, მიმდინარეობს ორი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.

ამასთან, სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება. სოფელ მახაშში მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. სოფელ გვესოში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები. სოფელ დეხვიში ეწყობა ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი. სოფელ ჭალისთავში მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.

რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

0

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.

რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში კრიმინალური პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას, გავრცელებას და კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას შექმნის.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში  – 2 594 აბონენტი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტს, რომლის ღირებულება1 101 000ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.

აღნიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი.

ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.

აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი“.