კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.
სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.
ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას, გავრცელებას და კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას შექმნის.