მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში – 2 594 აბონენტი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.