ხაშურის ახალი შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზით გადაადგილებას ივლისიდან შეძლებთ.

ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება მგზავრობის დრო.

Previous articleცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი პროექტები