საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ღირებულება1 101 000ლარს შეადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.
პროექტის მიხედვით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.
აღნიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი.
ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული.
აღნიშნულ სამუშაოებს 4 მარტიდან ახორციელებს კომპანია „ნიუ როუდი“.