თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების წარჩინებულ შვილებს სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ასევე, ვგეგმავთ განათლების მიმართულებით, ასეთი ინიციატივა მაქვს მე კიდევ ერთი – წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსებას ვაპირებთ. დაახლოებით მილიონს გამოვყოფთ ამ მიმართულებით წელს. და სტიპენდია დაენიშნებათ, მინისტრის სტიპენდია წარჩინებულ შვილებს, სამხედროების შვილებს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.