Home Blog გვერდი 96

ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა.

ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების – ასპარის, განძის, გორელოვკის, დიდი და პატარა კონდურის, დილიფის, დიდი და პატარა ხანჩლის, ეფრემოვკის, ვლადიმიროვკის, თორიას, კათნატუს, მამზარის, ორლოვკის, ოროჯალარის, პატარა არაგიალის, პატარა ხორენიის, ჟდანოვაკანის, როდიონოვკის, სათხის, სამების, საღამოს, სპასოვკის, ტამბოვკის, უჩმანის, ღაურმის, ღულალისის, ჯიგრაშენის, ჰეშტიის – 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ნინოწმინდაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება.

მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვ.

ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტში სკოლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლის არსებული სახურავი ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც – გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები.

ასევე, იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი ავტობუსები და ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსები შეიძინა

0

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით 226 ერთეული 12-მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე, usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.

გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის დიზელის ძრავზე მომუშავე ევრო 5 ემისიის ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.

აღნიშნული მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აღნიშნული მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი (CNG ძრავზე მომუშავე); 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე); 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე).

2021 წელს, ასევე, დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 396 618 ლარია.

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაასრულა.

თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებითა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

მუზეუმის მიმდებარედ მოეწყო საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციულთა სათავსები. ტერიტორია აღიჭურვა გარე განათებით, ავტოსადგომით.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება.

პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.

ქ. მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით აიგო და XX საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან იწყება მისი არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება.

საბავშვო ბაღს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”.

საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს.

შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.

პროექტის ღირებულება 2,720,000 ლარია. მშენებლობა 8 თვეს გაგრძელდება და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მიერ საბავშვო ბაღი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა

0

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშნებელობა ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ფონდიდან უნივერსიტეტისთვის მილიარდი ევრო გამოიყო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან.

STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის. ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც საგრანტო დაფინანსებაში მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე, ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში.

რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.

გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია.

თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია.

მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და თელავს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება.

პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ახალი გადაეცემა ავტობუსი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით შეასრულებს მარშრუტებს.