საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაასრულა.

თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდა, მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო და აღიჭურვა გარე განათებითა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

მუზეუმის მიმდებარედ მოეწყო საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციულთა სათავსები. ტერიტორია აღიჭურვა გარე განათებით, ავტოსადგომით.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება.

პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.

ქ. მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით აიგო და XX საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან იწყება მისი არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობა.

Previous articleლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება
Next articleრუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია