ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება.
საბავშვო ბაღს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”.
საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს.
შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.
პროექტის ღირებულება 2,720,000 ლარია. მშენებლობა 8 თვეს გაგრძელდება და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მიერ საბავშვო ბაღი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.