ქალაქ თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია.

მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და თელავს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება.

პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ახალი გადაეცემა ავტობუსი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით შეასრულებს მარშრუტებს.

Previous articleრიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleგურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა