გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც საგრანტო დაფინანსებაში მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე, ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში.

რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.

გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია.

Previous articleთელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა