Home Blog გვერდი 27

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთის მშენებლობა სრულდება

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

მშენებლობის ფარგლებში, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს; ამასთანავე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები

გზის მე-4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას

პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტს დაუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი

ზუგდიდში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 1350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები
პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

მიმდინარეობს საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა

საგარეჯოს შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი, 7.6 კმ-იანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა და 17 სახიდე გადასასვლელი. აღნიშნულ გზაზე სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები და აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის, მათ შორის, მილების და ხიდების მოწყობის სამუშაოები; სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა

საგარეჯოს შემოვლითი გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის შემადგენელი ნაწილია და ამ გზის მესამე მონაკვეთია. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

საგარეჯო

საგარეჯო

იმერეთის რეგიონში 6 სკოლა რეაბილიტირდა

default

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია შემდეგ სოფლებში:

ქვედა საზანო
ცხრაწყარო
ქვედა სიმონეთი
დაბა შორაპანი
მეორე სვირი
რუფოთი

სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია
დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, სკოლები სრულად ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, ჯამურად, 14 მილიონი ლარით დაფინანსდა.



მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

0

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა და ბოძკინტების აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა იწყება

ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.

„მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს. ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის, თბილისში, კახეთში, აჭარაში, – და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე რომ, მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული, და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორი ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო.
ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება, დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელება. ის ფაქტი, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური პირობები შექმნილი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ, პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც, რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და “ამბასადორი ბათუმი აილენდის” თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ.
უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი – “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,ამბასადორი ჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მოქალაქეებმა 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს

0

2022 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხნა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს.

აგვისტოში, იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.

თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

0
ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ ახალ ფილიალში შეძლებს.

სავაჭრო ცენტრში გახსნილი ფილიალი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა კი, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებებზე.

ვარკეთილის იუსტიციის სახლი პირველი სექტემბრიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ახალი ფილიალი ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

ახალ ფილიალში 45-მდე თანამშრომელი დასაქმდა.

ბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს.May be an image of 4 people and indoorMay be an image of 2 people and indoorMay be an image of 7 people, people standing and indoorMay be an image of 2 people, furniture and indoor

კახეთის რეგიონში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება

კახეთის რეგიონში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის შესაბამისად აშენდება 3,7 კმ საავტომობილო გზა და 6 ახალი ხიდი.

ამ დროისთვის, რკინაბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე ლოტზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა კი სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ პროექტის განხორციელებაში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ვაზიანის შემოვლით გზას სწორედ ქართული კომპანია აშენებს.