სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

მშენებლობის ფარგლებში, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს; ამასთანავე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები

გზის მე-4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას

პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტს დაუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი

Previous articleზუგდიდში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
Next articleამბროლაურში დიალიზის პროგრამა ამოქმედდა