იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია შემდეგ სოფლებში:

ქვედა საზანო
ცხრაწყარო
ქვედა სიმონეთი
დაბა შორაპანი
მეორე სვირი
რუფოთი

სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია
დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, სკოლები სრულად ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, ჯამურად, 14 მილიონი ლარით დაფინანსდა.



Previous articleმელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleმიმდინარეობს საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა