2022 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხნა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს.
აგვისტოში, იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.
თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.