თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.