მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა და ბოძკინტების აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა.