Home Blog გვერდი 157

კიკვიძის ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

0

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები.

ოზურგეთში მცხოვრები 100-მდე ოჯახის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები დაიწყო

ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე ძველი მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთზე მოხდება ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეაფერხებს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების რეჟიმს.

სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაახლოებით 100-მდე ოჯახი წყლის გაუმჯობესებული ხარისხით ისარგებლებს.

მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს დააფინანსებს

0

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს დააფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან აბიტურიენტების სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული მიმართულებით კონსულტაციის გაწევას.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

აჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

0

აჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.

პროექტის ხელშეკრულებას „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოგსენ ინსაათს” შორის 11 აპრილს ოფიციალურად მოეწერა ხელი.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხორციელდება. გარდა ამისა, აშენდება ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზა.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.

პროექტის ხელშეკრულებას 11 აპრილს ოფიციალურად ხელი „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოგსენ ინსაათს” შორის მოეწერა.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოსაწყობად, ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას 18 თვის ვადა განესაზღვრა.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საინდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობების შეძენა განხილორციელდება. გარდა ამისა ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე დაერთების, ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა მოხდება.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

0

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.

კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”. ქარხანა ქუთაისში აშენდება.

ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლს, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბაკურიანში 127-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

0

127-ნომრიანი სასტუმრო “ბაკურიანი ინნ” რომელიც 2019 წლის ივლისში გაიხსნება, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია.

სასტუმრო დაბა ბაკურიანში კ.წაქაძის #12-ში იქნება განთავსებული. გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახებისა, სასტუმროში ასევე არის ლუქს ოთახები, რომლებსაც ექნება ეზოში გასასვლელი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება.

ამას გარდა, სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, 4 ბარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთული საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზი, საუნა, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ოთახები.

„ბაკურიანი ინნ“-ის მთავარი მისიაა, ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს და შეუქმნას მათ დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და, ამავდროულად, აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 700 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 75 ადამიანი დასაქმდება.

ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6,5კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მათ შორისაა სურების გზაც, სადაც დასრულდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტის დაგება. პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ღირებულება 2,571,352 ლარს შეადგენს.

ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ” აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.

1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.