127-ნომრიანი სასტუმრო “ბაკურიანი ინნ” რომელიც 2019 წლის ივლისში გაიხსნება, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია.
სასტუმრო დაბა ბაკურიანში კ.წაქაძის #12-ში იქნება განთავსებული. გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახებისა, სასტუმროში ასევე არის ლუქს ოთახები, რომლებსაც ექნება ეზოში გასასვლელი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება.
ამას გარდა, სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, 4 ბარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთული საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზი, საუნა, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ოთახები.
„ბაკურიანი ინნ“-ის მთავარი მისიაა, ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს და შეუქმნას მათ დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და, ამავდროულად, აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს.
აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 700 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 75 ადამიანი დასაქმდება.