საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს დააფინანსებს.
პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან აბიტურიენტების სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული მიმართულებით კონსულტაციის გაწევას.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.