თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ” აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.
1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.