ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6,5კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მათ შორისაა სურების გზაც, სადაც დასრულდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტის დაგება. პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ღირებულება 2,571,352 ლარს შეადგენს.