საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.

კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”. ქარხანა ქუთაისში აშენდება.

ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

Previous articleხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო
Next articleაჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება.