წყალტუბოში, სამტრედიაში და ხაშურში წელს იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება.
გარდა ამისა, დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ბაღდადსა და ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.
წყალტუბოში, სამტრედიაში და ხაშურში წელს იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება.
გარდა ამისა, დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ბაღდადსა და ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.
გლდანის რაიონში, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, 5000 კვადრატული მეტრზე, გზის დაგების, კონკრეტულად კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 15 000 კვ. მ. ასფალტის ქვედა ფენა.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. ამასთანავე, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
გლდანის რაიონში, ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ქუთაისში გუგუნავას ქუჩით მოსარგებლეებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეუძლიათ. 2 კმ-მდე სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ “Standard&Poor’s”-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა („BB-“-დან „BB“-მდე).
რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ დადებითად შეფასდა და რეიტინგის გაუმჯობესების საფუძვლად იქნა მიჩნეული:
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია – საგარეო გამოწვევების მიუხედავდ, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება;
მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას;
სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები;
მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
სარეიტინგო კომპანიამ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 4%-იდან 4.5% -მდე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მიმდინარე რეფორმები იძლევა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე.
“S&P“-ი საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად, ასევე ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ფონდი “ქართუ” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბია რეგიონში. ის საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება, როგორც სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან.
ამავდროულად, კომპლექსში უცხოელი აკადემიური პერსონალიც იმუშავებს. საწყის ეტაპზე, სხვადასხვა საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდება მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულებებში. შემდგომში, ეტაპობრივად დაინერგება სხვა STEM სპეციალობებიც.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბერში იქნება.
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. კერძოდ:
უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს;
წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს;
მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს;
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ, 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.
ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც.
2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს სკოლებში იქნება 33 000 პედაგოგი, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს ხელფასების ზრდასთან ერთად, მოეთხოვებათ დამაკმაყოფილებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, რომელთა ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შესთავაზებს შესაბამის კურსებს, რაც ემსახურება სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდას.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია
თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები
საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
2019-2020 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი 135 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს დევნილთა სახცოვრებელი სახლების მშენებლობაზე, ჯამში პროგრამის ფარგლებში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით
თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
14 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად მოიცავს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს.
ამჟამად კომპლექსში შემავალი ყველა კორპუსი უკვე აშენებულია და მიმდინარეობს საინჟინრო შიდა და გარე ქსელების მოწყობის სამუშაოები
მშენებლობა ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალის გამოყენებით მიმდინარეობს.
მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.
ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა. კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი “ჩება” გაიხსნა.
კომპანია „ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, 300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.