2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. კერძოდ:
უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს;
წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს;
მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს;
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ, 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.
ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც.
2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს სკოლებში იქნება 33 000 პედაგოგი, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს ხელფასების ზრდასთან ერთად, მოეთხოვებათ დამაკმაყოფილებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, რომელთა ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შესთავაზებს შესაბამის კურსებს, რაც ემსახურება სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდას.