ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა. კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი “ჩება” გაიხსნა.

კომპანია „ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, 300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

Previous articleქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Next articleქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 სახეობის მედიკამენტი 1 ლარი ეღირება