ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ფონდი “ქართუ” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბია რეგიონში. ის საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება, როგორც სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან.
ამავდროულად, კომპლექსში უცხოელი აკადემიური პერსონალიც იმუშავებს. საწყის ეტაპზე, სხვადასხვა საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდება მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულებებში. შემდგომში, ეტაპობრივად დაინერგება სხვა STEM სპეციალობებიც.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბერში იქნება.

Previous articleმასწავლებლების და სკოლის პერსონალის ანაზღაურება იზრდება
Next articleS&P-მ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა