თბილისში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

14 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად მოიცავს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს.

ამჟამად კომპლექსში შემავალი ყველა კორპუსი უკვე აშენებულია და მიმდინარეობს საინჟინრო შიდა და გარე ქსელების მოწყობის სამუშაოები

მშენებლობა ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალის გამოყენებით მიმდინარეობს.

Previous articleქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 სახეობის მედიკამენტი 1 ლარი ეღირება
Next articleწყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში 560 დევნილი ოჯახისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსი შენდება