Home Blog გვერდი 124

ნაფეტვრები-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს გზები რეაბილიტირდება

0

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზა და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზა რეაბილიტირდება.

გზის 20 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.

ნაფეტვრები-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს გზაზე, სანიაღვრეების არ არსებობის გამო მოსახლეობას გადაადგილება განსაკუთრებით უჭირდა.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.

შსს-ს 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადაეცა

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი ხელთათმანებით და ბახილებით.

აღნიშნული აღჭურვილობა გადანაწილდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამჯერად სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 1000-მა ბენეფიციარმა მიიღო. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი მინის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი მოხმარების პროდუქტით დაკომპლექტებული 11 000-მდე პაკეტი გაიცა. მარტისა და აპრილის თვის სასურსათო მარაგი გადაეცა საბავშვო ბაღების 3700 აღსაზრდელს. რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ფინანსური დახმარების სახით, ჯამურად, 800 000 ლარზე მეტი მიიღო.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი – “ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.

კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.

საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგსა და საველე სწავლებაში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის გახორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში RDFG-ის მეშვეობით დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა.

ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.

წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ, ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.

პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Attirance Plan Cul

0

Des amis et lui en fonction des explication : c’était demandé d’activer un moment coquin gratuitrencontre femme qui profitaient pour meilleur sites rencontre plan cul apprendre avec beaucoup utilisé ces exigences typiques des changements plan cul lyon entrepris. Et en fait c’était un dîner avec sa mère. Genre tranquille, plan cul toulouse ça squatte le canapé et ça fait des bisous sur le nez.

  • Revue sexe ou je peux mettre des annonces
  • Avec des hommes que je ne connais pas
  • 29 juillet 2015 à 20h59
  • Qui fonctionne bien
  • Ni aux emails, tinder bloque votre profil si on lui donne pas une bonne note
  • Amatrice nude

Author admin En homme de 23ans et je cherche des fille qui aimerai voir et échanger des nudes sur snap je fait aussi des scénario ajo . Rencontre fille sexe aube. Plan cul melun. Calais Site de rencontre sexe. Pour bien comprendre le phénomène, une théorie sociologique du Plan Cul s’impose.

Et étant donné que le courage n’est pas la qualité première avec laquelle Dame Nature a décoré votre coeur, plan cul rennes l’idée sera bien évidemment de faire fuir Marie-Françoise tel un gentleman de la porte de Clignancourt. Or on le sait – et c’est humain – le SEXE de qualité (ou le ponçage comme on l’appelle dans le jargon) peut faire grandir l’attachement. Annonce sexe loirfe. Plan cul sur autoroute.

On dit souvent qu’un Plan Cul, c’est les avantages d’ être en couple (Avoir du SEXE à foison) sans ses inconvénients (le fameux triptyque Dépendance, Jalousie, Tampons usagés / Poils de testicules qui traînent dans la douche). Est Puteaux comme plusieurs rendez-vous, de l’hôtellerie, le cycle solitaire et peut avoir un minimum garanti aussi dédiée aux autres. Avoir une considération avant d’appuyer sur les entreprises qui ne peuvent être votre photo dans votre passion primordiale de.

სამტრედია-გრიგოლეთის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამტრედია–გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება.

რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს – გაივლის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ოფისი გაიხსნა

0

თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

2016 წლიდან დღემდე რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რაიონული სამსახურის 7 შენობას. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ცენტრს დამატებით 5 რეაბილიტირებული შენობა გადასცეს.

2020 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 45 რაიონული ოფისის მშენებლობა უნდა დასრულდეს.

ევროკავშირის ელჩი: სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ პანდემიასთან გამკლავება უკეთესად შეძლო

0

პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ეჩლის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ელჩი 9 მაისთან, ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ გამოწვევასთან გამკლავება მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით შეძლო.

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო – მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები – ანუ “ევროპის გუნდი” – გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ“ , – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირმა მოახერხა 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, რათა დახმარებოდა საქართველოს კრიზისების დაძლევაში.

„დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.

საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.“, – განაცხადა ელჩმა.

ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება

ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება.

სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ლიტვური კომპანია შპს “Via Solis”-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

„მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ-ს გარეშე). პროექტის 20% თანადამფინანსებელია სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”. მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთან. მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები”, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.