შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი – “ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.
კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.
საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგსა და საველე სწავლებაში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის გახორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში RDFG-ის მეშვეობით დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა.