მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზა და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზა რეაბილიტირდება.
გზის 20 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.
ნაფეტვრები-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს გზაზე, სანიაღვრეების არ არსებობის გამო მოსახლეობას გადაადგილება განსაკუთრებით უჭირდა.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.