კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამჯერად სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 1000-მა ბენეფიციარმა მიიღო. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი მინის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი მოხმარების პროდუქტით დაკომპლექტებული 11 000-მდე პაკეტი გაიცა. მარტისა და აპრილის თვის სასურსათო მარაგი გადაეცა საბავშვო ბაღების 3700 აღსაზრდელს. რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ფინანსური დახმარების სახით, ჯამურად, 800 000 ლარზე მეტი მიიღო.